USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მეუფე იობი - ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე
თარიღი:  452
ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე. მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ სამეფო დინასტია, ბაგრატიონთა. ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო. როდესაც მოხდება ეს მოვლენა, ჩვენ მოვესწრებით ამას, ჩვენი ერი გაიხარებს.
ლოცვა დაიბეჭდა, მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებულები ხართ თითოეულმა თქვენთაგანმა ილოცოს, როგორც იქნება ღვთის ნება, დაე ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ვიღაცისთვის კი არ ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რათა ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და სულიერად გააბრწყინებს" - ამბობს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი ქადაგებისას, რომელსაც დავით ბაგრატიონი შვილთან ერთად ესწრებოდა
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის