USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მეუფე იაკობი - ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით, ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ
თარიღი:  174

ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით, ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, უნდა შევეცადოთ, რომ არავინ განვიკითხოთ და უფლის გზას გავყვეთ.

„ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები. ნუ ვიფიქრებთ, რომ ვინმე ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი, დღეს საქართველოში ეს მშვიდობა [არ იქნებოდა]. ერთმანეთს რომ ცუდად ვექცევით ეს მშვიდობა არ არის, მაგრამ ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ.

რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე. შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას. მთავარია ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა... ღვთის შეწევნით, საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ. ამათზე დიდი და ლამაზი არავინ გვყავს“, - აღნიშნა მამა იაკობმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის