USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
მეუფე გრიგოლი - ამბავი, რასაც მამა კირიონი ჰყვება უფრო ემოციური მხარეა, თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, გული დამწყდება
Date:  972

შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს.

საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა მამა კირიონის მოსაზრებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მამა კირიონი გულწრფელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ რასაც ის ჰყვება ემოციური მხარეა.

,,მე არ ვიცი მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება ეს არის უფრო ემოციური მხარე და თუ ადამიანები მხოლოდ აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისმგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს , მე ძალიან გული დამწყდება“, - ამბობს მეუფე გრიგოლი.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way