USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შემუშავდა
Date:  742

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჟამად, ტერიტორიაზე ქაოსური სიტუაციაა, გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.

„მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა. ამჟამად, იქ ქაოსია, ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს, კერძო ავტომანქანები ქაოსურად არის დაპარკინგებული. ამიტომაც გვინდა ამ სივრცის მოწესრიგება, რომ ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

„გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way