USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების რეაბილიტაცია გრძელდება
თარიღი:  1369
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტში კოშკების/მაჩუბების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთში მდებარე მიხეილ ფილფანის კოშკის გადახურვის და ბაბუ ფილფანის/სალარებ წიფიანის კოშკის სართულშუა გადახურვის, ასევე, მულახის თემის სოფელ მურშკელში მდებარე სოგრატ ქურდიანის კოშკის გადახურვის რეაბილიტაცია.
შემუშავებულია ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე 2024 წელს დაიგეგმა სამუშაოების ჩატარება.
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია მიხეილ ფილფანის კოშკის სახურავის ბურულის დაშლა, ჰიდროსაიზოლაციო მემბრანის მოწყობა და სახურავის საფრის მოწყობა ყავრის ფენილით.
ამავდროულად, მიმდინარეობს: ბაბუ ფილფანისა და სალარებ წიფიანის კოშკის ნანგრევი ჩახერგილობისგან გაწმენდა; სართულშუა გადახურვის კოჭების შეფიცვრა; ქვის დაზიანებული ნაწილის ამოშენება; ფასადის დაზიანებული ნალესობის მოხსნა და კირის დუღაბით ხელახლა შელესვა.
სოგრატ ქურდიანის კოშკზე მიმდინარეობს კოშკის ზედაპირის გამოქარული ქვის წყობის მოხსნა-აშენება და სახურავის ხის კონსტრუქციების, ყავრის ქვედა და ზედა ფენილის მოწყობა, 48 კუბური მეტრი მოცულობის კოშკის კედლის აშენება კირდუღაბის ხსნარით.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „თაუერს+“ 2024 წლის 13 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს.
ზემოაღნიშნული სამი კოშკის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ გამოყო 245 336 ლარი.
ინფორმაციისთვის: სააგენტო ეტაპობრივად ატარებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარე კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციას. დასრულდა 2023 წელს დაწყებული სამუშაოები და განახლდა სოფელ წვირმში გიგლემიანებისა და ფანგანების საგვარეულო კოშკების გადახურვა, ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნში ლაშა გულედანისა და მიშა გულედანის, სოფელ სოლში გისა ხაფთანის, ბექა ხორგუანისა და თევდორე შუკვანის კოშკების გადახურვა. ასევე, მულახის თემის სოფელ ლახირში განახლდა რუსიკო ზურებიანის კომპლექსში შემავალი გუბანდი და მაჩუბი, ხოლო სოფელ აცაში - გია კვებლიანის კოშკი.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის