USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
მერცმა მიმართა მწვანეებს - "რას ითხოვთ კიდევ ამ მოკლე დროში, იმაზე მეტს რასაც ჩვენ გთავაზობდით ბოლო დღეების მოლაპარაკებებში? მთელი მსოფლიო ჩვენ გველოდება“
Date:  673
გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ბუნდესტაგში მხარეებს მიმართა და მწვანეთა პარტიის წევრებს მოუწოდა, რომ მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებაში მონაწილეობა, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის და ეკონომიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით 1 ტრილიონი ევროს ახალ ფინანსებს გამოათავისუფლებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიას, მოკავშირე სოციალ დემოკრატების ხმები არ ყოფნით საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და ვეიდელის ულტრა-მემარჯვენეები და მემარცხენეები აპირებენ ხმა არ მისცენ სამხედრო ხარჯების ზრდას, მერცს სურს, რომ დაითანხმოს მწვანეები ხმის მისაცემად,
"ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ნამდვილად შემაშფოთებელია ყოველგვარ ასპექტში... ამ კონსტიტუციური ცვლილებების შეჩერება აღარ შეიძლება.“ - განაცხადა მერცმა.
თუმცა მწვანეები აღნიშნულ მომენტს იყენებენ საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და ითხოვენ კომპრომისებს მერცისგან.
მოლაპარაკებებისას მერცმა პირობა დადო, რომ თავდაცვის ხარჯებში, რომლებიც 1%-ზე მეტი მშპ-ს დეფიციტის ლიმიტის მოხსნას მოიცავს, ასევე შევა დაზვერვის და სამოქალაქო თავდაცვის ხარჯები, რაც მწვანეების მიერ დასმული პრობლემების ნაწილს წარმოადგენს. ასევე, მერცმა 500 მილიარდი ევროს ინფრასტრუქტურის ფონდიდან 50 მილიარდი ევროს გადამისამართება დაანონსა კლიმატის ინიციატივებისთვის.
თუმცა, მწვანეთა პარტიის ლიდერმა კატარინა დროგემ გამოთქვა ეჭვები და აღნიშნა, რომ კლიმატის დაცვა უნდა იყოს ნამდვილი და არა მხოლოდ სიმბოლური. მან ასევე დააფიქსირა შეშფოთება, რომ ეს 50 მილიარდი შესაძლოა არსებული ფონდებიდან იქნას მიღებული და არა ახალი წყაროდან.
საპასუხოდ, მერცმა აღნიშნა, რომ თუ გერმანია არ დაიწყებს ახალა თავდაცვის ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით მოქმედებებს, ამან შეიძლება დააზიანოს მისი მდგომარეობა ნატო-ში, განსაკუთრებით ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში - „გგონიათ, რომ ამერიკის მთავრობა ნატოს სამიტზე ჰააგაში ივნისის ბოლოს ისევე დაგვიჭერს მხარს თუ გერმანია — ევროპელი NATO-ს პარტნიორები — არ იქნებიან მზად, რომ ახალი გზით წავიდნენ ფინანსების გასაზრდელად?"
შემდეგ მერცმა მიმართა მწვანეებს - "რას ითხოვთ კიდევ ამ მოკლე დროში, იმაზე მეტს რასაც ჩვენ გთავაზობდით ბოლო დღეების მოლაპარაკებებში? მთელი მსოფლიო ჩვენ გველოდება“
საბოლოოდ, მწვანეები ნაწილობრივ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ თავდაცვის ხარჯების საკონსტიტუციო ცვლილებას, თუმცა უნდათ, რომ ინფრასტრუქტურის საკითხებზე მოლაპარაკებები გადაიდოს ახალი პარლამენტის დამტკიცებამდე, რომელიც მომავალ პარასკევს უნდა დამტკიცდეს.
კენეისყრა იგეგმება მომავალ სამშაბათს, თუმცა მხარეები ფიქრობენ, რომ საბოლოო შეთანხმება აღდგომამდე მოხდება.
 
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way