USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში N301 და N51 ავტობუსების მარშრუტები იცვლება
თარიღი:  1504

თბილისის მერია იუწყება, რომ 8 თებერვლიდან, — მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, — N301 და N51 ავტობუსების მარშრუტები იცვლება.

ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. მერია აცხადებს, რომ ამ ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება.

მერიის თანახმად:

  • N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე;
  • თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით;
  • ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.

ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც: 8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში.

„შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით“, – წერია მერიის გავრცელებულ პრესრელიზში.

მერიის თანახმადვე, მგზავრთნაკადებზე დაკვირვებისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად:

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით“.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის