USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მექსიკაში ნარკობარონ ელ მენჩოს მკვლელობის შემდეგ არეულობა დაიწყო
თარიღი:  733

მექსიკაში ერთ-ერთი მთავარი ნარკოკარტელის ლიდერის, ელ მენჩოს მკვლელობის შემდეგ არეულობა დაიწყო. ქვეყნის რამდენიმე რაიონში ბლოკირებულია გზები, ავტომობილებს კი ცეცხლს უკიდებენ. შტატ ხალისკოს გუბერნატორმა საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა და ადგილობრივებს სთხოვა, სახლებიდან არ გამოსულიყვნენ. შტატში დღეს სასკოლო პროცესიც შეჩერებულია.

ნარკოკარტელის წარმომადგენლების თავდასხმების გამო რამდენიმე რაიონში მოძრაობაა პარალიზებული. არ მუშაობს რკინიგზა, შეჩერებულია ავტობუსების მიმოსვლა. გაუქმებულია მექსიკის საფეხბურთო ლიგის მატჩები.

ავიაკომპანიამ Air Canada კი პუერტო-ვალიარას აეროპორტში რეისები გააუქმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კარტელის წევრები გვადალახარას აეროპორტში შეიჭრნენ, მგზავრები კი თავშესაფარს ეძებდნენ.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ელ მენჩოს ლიკვიდაციის შემდეგ კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს ყველა რეგიონის ადმინისტრაციასთან. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა სამხედროების ქმედებებს.

მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, „ელ მენჩო“ მოკლეს. 59 წლის განგსტერი იმ დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ყველაზე მძლავრი და ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია გახდა სახელით „ჰალისკოს ახალი თაობა“.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის