USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა - ეკვადორის პოლიციამ დააკავა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი.
თარიღი:  696

ეკვადორის პოლიცია შეიჭრა მექსიკის საელჩოში და დააკავა ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გუშინ მექსიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორხე გლასისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ეკვადორის საგარეო უწყებამ ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და გლასის პოლიციისთვის გადაცემა მოითხოვა.

ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მექსიკის საელჩოში გასული წლის დეკემბერში სტუმრის რანგში შევიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მოგვიანებით ეკვადორის მთავრობამ მექსიკას მისი დაკავების ნებართვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

2022 წლის ბოლოს გლასი 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა, ის სასჯელს ქრთამის აღებისა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში შესვლის გამო იხდიდა. 2023 წლის ბოლოს მას კორუფციის კიდევ ერთ ეპიზოდზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო დაკავების ორდერი მაშინ გაიცა, როდესაც ხორხე გლასი უკვე მექსიკის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მექსიკის პრეზიდენტმა მანუელ ლოპეს ობრადორმა საგარეო უწყებას ეკვადორთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა დაავალა, ხორხე გლასის დაკავებას კი მექსიკის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის