USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედება 206 წლამდე გადავადდა
თარიღი:  381

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება და 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2026 წლის 1-ელ იანვარს შევა ძალაში.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული წესისთვის ეკონომიკური სექტორი მზად არ არის. მან შესაბამის პირებს დაავალა, გადაწყვიტონ, ზუსტად როდის უნდა დაიწყოს ამ წესის ამოქმედებდა და რეკომენდაცია გასცა, რომ ეს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა მოხდეს,

„2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა ახალი დადგენილება - მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების და რეალიზაციის წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, განსაზღვრა ის ტექნიკური რეგლამენტი, სადაც ეს დასაშვებია, თუ როგორ უნდა მოხდეს და რა ზომები უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება.

მოგეხსენებათ, 2020 წელს დაიწყო პანდემია და რამდენიმე წლით მოგვიწია ამ წესის ამოქმედების გადავადება. დღეს მოქმედი რედაქციით ამ წესს პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის. თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ, ამიტომ, მინდა დავავალო ვიცე-მერს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე გამგეობებს, ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში. განსაზღვრეთ აღნიშნული წესის რეალურად ამოქმედების თარიღი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს უნდა იყოს 2026 წლის 1-ელი იანვარი. ანუ, მომდევნო ერთი წელი ექნებათ ადამიანებს საშუალება ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე, გადაწყვეტილება, რა არის საჭირო, როგორი სივრცეებია საჭირო. მნიშვნელოვანია აღნიშნული კომუნიკაცია.

გარდა ამისა, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და ამ ადამიანებს შევატყობინოთ, ვის რა ღონისძიებების გატარება უწევს. ამისთვის უნდა განვუსაზღვროთ მათ გონივრული ვადა. ვფიქრობ, მომდევნო ერთი წელი ამისთვის საკმარისია.

არის შემთხვევები, როდესაც მეორეული საბურავები განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ, გარკვეული საფრთხეები რომ თავიდან ავიცილოთ, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ. პრობლემაა ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობას, მუნიციპალიტეტი მზადაა, დაგეხმაროთ.

მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, საზოგადოებას ვაცნობოთ, რა სამუშაოები ჩატარდა და როდის ამოქმედდება ეს დადგენილება და მერე შეიძლება ინიციირება კონკრეტული ღონისძიებების და ცვლილებების საკრებულოში განსახილველად“,- განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის