USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს - 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
თარიღი:  1342

ყოველი წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ეს დღე არის  გლობალური ინიციატივა ამ დაავადების შესახებ.  დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული გენეტიკური ცვლილება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით დაუნის სინდრომის გლობალური სიხშირე მერყეობს 1-დან 1000 და 1-დან 1100 დაბადებულთა შორის. ყოველ წელს მსოფლიოში 3000-5000-მდე ბავშვი იბადება ამ ქრომოსომული პათოლოგიით. ჯერ-ჯერობით უცნობია რა იწვევს ამ სინდრომს, მაგრამ ის ყოველთვის იყო ადამიანის მდგომარეობის ნაწილი.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად (CDC), ჩვილი საშუალოდ 46 ქრომოსომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ჩვილებში 21-ე ქრომოსომა ორჯერ მეორდება, ტრისომია 21 – არის დაუნის სინდრომის კიდევ ერთი სახელწოდება. ქრომოსომის ასლი განსაზღვრავს ჩვილის სხეულისა და ტვინის განვითარებას, იწვევს მენტალურ და ფიზიკურ სირთულეებს ბავშვში.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც 1866 წელს პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ისტორია

ეს დღე პირველად აღინიშნა 2006 წელს. დაუნის სინდრომის ასოციაციებმა ბრაზილიაში იმუშავეს საერთაშორისო დაუნის სინდრომის ორგანიზაციასთან და მათ წევრებთან ერთად წამოიწყეს კამპანია, გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. 2011 წლის ნოემბერში მიიღეს რეზოლუცია დღის ოფიციალურად აღნიშვნის შესახებ,  21 მარტი კი  გამოცხადდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ.

დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართელოც.

21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

დაუნის საერთაშორის დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

მნიშვნელოვანია, როდესაც ვესაუბრებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ან მის ახლობელს, მოვიხსენიოთ იგი სახელით და არა დაუნის სინდრომის მქონე პირად.

 საუბრისას წინა პლანზე გამოიყვანეთ პიროვნება, ადამიანი და ამის შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა. 

დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა " უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია"

"lot's of Socks", რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

რატომ წინდები? ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებიტ ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები.

 ღონისძიების მიზანიასაზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.

 ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, სკოლაში, ბარში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში.

 

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის