USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
მეგი გოცირიძე - გულით მინდა სადღაც დედამიწის ერთ პატარა კუნჭულში დავსახლდეთ მიშა და მისი პარტიის მხარდამჭერები იზოლირებულად
თარიღი:  4172

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრი მეგი გოცირიძე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს:

“ტელევიზორს მივუჯექი, გადავრთე- გადმოვრთე და როგორც წესი_ დავიზაფრე .. . გამოვრთე ტელევიზორი, გადავერთე- გადმოვერთე, სამზარეულოში ჩავედი, შვილიშვილებისთვის დილის საუზმის ინგრედიენტები გამოვალაგე- მსურს დავივიწყო , რაც ვიხილე შაბათის საღამოს ეთერებში, მაგრამ ამაოდ… გავექეცი როგორც იქნა ამ კოშმარს, ამოვირბინე შიდა კიბე და ვიფიქრე ახლა კი კარგ მუსიკას მოვუსმენ მეთქი , იუთუბზე შევედი და თვალების თხრის სპეცოპერაცია არ ამომიგდო ეგრევე და საბოლოოდ არ გამანადგურა დღეისათვის ?! მართლა გულით მინდა სადღაც დედამიწის ერთ პატარა კუნჭულში დავსახლდეთ მიშა და მისი პარტიის მხარდამჭერები იზოლირებულად ქოცისტანიდან …” – წერს გოცირიძე

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის