USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
მეფუტკრეების მხარდასაჭერად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება
Date:  1046

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. 

პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების  50% არაუმეტეს 70 ლარი,  არაუმეტეს 5,000 ლარი  ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  პოტენციურ ბენეფიციარს  უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს. 

პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს  ცხოველთა  იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).   

მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია  კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო  მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი  პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი  თაფლის წარმოების  მდგრადობის  ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და  საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს  გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. 

აღსანიშნავია, რომ  მეფუტკრეთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ისარგებლა 200-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, მათ სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18,000-ზე მეტი სკა და მეფუკრეობისათვის საჭირო ინვენტარი. 

თუმცა,   გაჩნდა  საჭიროება, რომ მსგავსმა პროგრამამ მოიცვას არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არამედ, როგორც  ფიზიკური, ასევე საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები. მომზადდა  მიზნობრივი პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია ამ ეტაპზე ყველა ის პირობა, თუ დათქმა, რაც საჭიროა პროგრამის ეფექტური და დროული განხორციელებისათვის.  

პროგრამა ამ ეტაპზე არ არის აქტიური, ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.rda.gov.ge

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way