USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩინელი ექიმები გაეცნობიან
თარიღი:  929

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩინელი ექიმები გაეცნობიან. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. მედიის ცნობით, ჩინელი მედიკოსები ჩრდილოეთ კორეაში უკვე გაემგზავრნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს არ დაესწრო.

„სიენენის“ ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თუმცა ამ ცნობებს, ფხენიანში არ ადასტურებენ.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის