USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
მედეა ჯანიაშვილი - რატომ არ ჰყავს ტურიზმის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი? - "კითხვის ადრესატი მე არ ვარ“
თარიღი:  1067

9 თვეა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფროსი არ ჰყავს და მას მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ხელმძღვანელობს.

საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას მედეა ჯანიაშვილი კითხვაზე - რატომ არ ჰყავს დღემდე ადმინისტრაციას ხელმძღვანელი და რა ხდება ამ მიმართულებით პასუხობს: „არ ვიცი, რამდენად ვარ ამ კითხვის ადრესატი“.

მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს, ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული ხედვები და სტრატეგია მკაფიოა და აქტიურად ხორციელდება.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ტურიზმის ადმინისტრაციაში ყველა პოზიციაზე, განსაკუთრებით წამყვან პოზიციებზე ძალიან გამოცდილი, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები არიან დასაქმებულები. ამდენად ის გეზი, ხედვა და სტრატეგია, რომელიც ტურიზმს აქვს განსაზღვრული, მკაფიოდ მიდის და აქედან გადახვევა არც ერთ შემთხვევაში არ ხდება“, - განმარტა ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ BM.GE-ის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს, თუმცა ჰყავს ხელმძღვანელის მრჩეველი - დავით ელისაშვილი, რომელიც ხელფასის სახით თვიურად 4 000 ლარს იღებს.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის