USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
მძღოლების საყურადღებოდ - 4 სექტემბრიდან მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი დაიწყება
Date:  864

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ.

მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი 500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.

თუ ავტომობილის მფლობელი შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი ტექინსპექტირება  მძღოლის ხარჯებით ჩაუტარდება.

კონტროლის გამკაცრების მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way