USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
მდინარაძე უარყოფს, ხოლო ჩუგოშვილი ადასტურებს ყანდიაშვილის მუშაობას ოცნებაში
თარიღი:  1219

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილსქართულ ოცნებასთანოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. ამასთანავემამუკა მდინარაძემ აღნიშნა რომ ყანდიაშვილიქართული ოცნებისერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

მდინარაძის თქმით, პარტიას ყანდიაშვილთან არაოფიციალური კონტაქტიც კი არ ჰქონია.

"მას, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა ესპერსონას სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს...არაოფიციალურ კონტაქტად თუ ჩათვლით იმას, რომ ის მხარდაჭერას გამოხატავდა ქართული ოცნების მიმარტ და ის უფრო მეტად ქართული ოცნების მხარდაჭერაზე უფრო ნაცოონალური მოძრაობის და მისი დანაყოფების მიმართ ბრძოლით გამოირჩეოდა, ეს თუ არაოფიციალური კონტაქტია, მაშინ კი ბატონი. სხვა შემთხვევაში არც არაოფიციალურ კონტაქტს არ და ვერ დაგიდასტურებთ",- განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კი, რომელმაც პარტია "ქართული ოცნება" გასული წლის ბოლოს დატოვა, აცხადებს, რომ შოკშია მამუკა მდინარაძის განცხადების გამო.

საუბარია მდინარაძის იმ განცხადებაზე, რომელშიც მან აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" კოკა ყანდიაშვილთან კავშირი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია.

 "ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის გარდა ახლა ყველაფერს ველოდებოდი, ნამდვილად არ არ ველოდი ახლა ამას, რაზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა იმიტომ, რომ რა ვიცი, მუშაობდა ახლა იქ ადამიანი და ვხედავდი. წარმოუდგენელია, უბრალოდ.

მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ ახლა, როდესაც მუშაობს ადამიანი, ფაქტია, იქ არის და ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში. ამას არ ველოდებოდი ნამდვილად. მართლა შოკში ვარ", - თქვა ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში.

ჩუგოშვილის განმარტებით , ერთერთი სერიოზული საკითხი, რაზეც ყანდიაშვილი ქართულ ოცნებაში მუშაობდა, სოციალური ქსელების მონიტორინგს ეხებოდა და მის მიერ მომზადებული ანგარიშებით თვითონაც სარგებლობდა.

"ეს ძალიან სასარგებლოა და ეს სჭირდება პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის სრულიად ლეგიტიმური საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვანია", - ამბობს ჩუგოშვილი.

 

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის