USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
„მდიდრული გასტრონომიული თავგადასავალი საქართველოში“- Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
თარიღი:  2544

Bloomberg-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება. გავლენიანი მედია პლატფორმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პირველ სტატიას აქვეყნებს.

„იუთუბერები ჯეიმ პოულ სპარფორდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი კერძებისა და სასმელების თემაზე ყველაზე პოპულარული ვიდეოების შემქმნელები არიან, მათ არხს “Sorted Food” Youtube-ზე  2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. როგორც ბენი ამბობს YouTube-ზე 13 წელია სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოს შესახებ ამზადებენ ვიდეო მასალებს, თუმცა საქართველოს შესახებ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს. ამიტომ ახლა კარგი დროა ეს გამოვასწოროთ. Sorted Food-ის გუნდს ვთხოვეთ გაიცნონ საქართველოს სამზარეულო,  კულინარიული ტრადიციები, რესტორნები და  შეფ-მზარეულები, რითაც საქართველო მსოფლიოში ცნობილი გახდა“,-წერს Bloomberg. სტატიის ავტორის თქმით, ბენი და ჯეიმი მოგზაურებს ძირითად დასავლეთის ქვეყნებიდან მოიზიდავენ საქართველოში.

„შემიძლია რუკაზე ზუსტად გაჩვენოთ საქართველო“, -ამბობს ჯეიმი. „მრავალფეროვანი ტრადიციებით გამორჩეული საქართველო ძალიან ძველი ქვეყანაა, რომელიც  გზაჯვარედინზე მდებარეობს, თბილისი ძალიან თანამედროვეა. საქართველო ავსტრიასა და ირლანდიაზე მცირე ზომის ქვეყანაა, თუ დროში შეზღუდული ხართ არა უშავს,  თქვენ მაინც მოასწრებთ ისტორიული ქალაქების, მშვენიერი მთის სოფლების, საზღვაო, სამთო კურორტებისა და ღვინის რეგიონების მონახულებას.  ჩვენ ჯეიმს და ბენს ამ საზაფხულო მოგზაურობაში გავყევით, რომ კარგად გაეცნოთ ქართული კერძები,  ღირსშესანიშნაობები და კულტურა“,-წერს Bloomberg.

სტატიაში აღწერილია ცნობილი იუთუბერების მოგზაურობა ძველ თბილისში, გოგირდის აბანოები, დედაქალაქის ისტორიული ადგილები, რესტორნები, კერძები,  შეხვედრები ცნობილ მზარეულებთან.  Bloomberg სტატიაში აღწერს თუ როგორ მოამზადეს ცნობილმა იუთუბერებმა ხინკალი ქართველი მზარეულების დახმარებით, როგორ გაეცნენ ქართულ სუფრას, სადღეგრძელოებს, რიტუალებს, პოლიფონიურ სიმღერებს და რა თქმა უნდა ღვინის მომზადებას.

„ მას შემდეგ რაც თბილისს გავცდით, ჩვენმა კერძების მკვლევრებმა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის მეღვინეობის შესწავლა დაიწყეს. სექტემბერი მოსავლის აღების  საუკეთესო პერიოდია, ამ პერიოდში ფესტივალები იმართება, თუმცა კახეთში,  ღვინის მწარმოებელ მხარეში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ და გაეცნოთ ქართულ ღვინოს. ჩვენ ფრანგული სტილის შატოს ვესტუმრეთ. მე-19 საუკუნეში აგებული წინანდლის მამული, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს, საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო“,-წერს Bloomberg. სტატიაში აღწერილია ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიცია, პურის დამზადების მასტერკლასები, თელავის ვაზარი, ყველი, ნადუღი და მაწონი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ  კიდევ ერთი სტატიას გამოაქვეყნებს, მზადდება ვიდეორგოლები. უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok)   რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

https://sponsored.bloomberg.com/article/a-food-filled-adventure-through-georgia

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის