USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
Amazon, Meta, Google - ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთ კვირაში თითქმის $1 ტრილიონი დაკარგეს
Date:  708

მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღება და რისხვა მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაიმსახურეს. იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გასაჯაროების ფონზე, საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის, Google-ის, Amazon-ის, Meta-სა და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 1 ტრილიონი დოლარით შემცირდა, რაც ვარდნის უაღრესად მკვეთრი მაჩვენებელია.

ინვესტორების უკმაყოფილება, უმეტესწილად, რეცესიული რისკების ზრდითა და სამომავლო პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. Amazon-ის, Microsoft-ისა და Google-ის წარმომადგენლობის განმარტებით, Cloud სერვისების მიმართულებით ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად მცირდება. ვარდნის ტენდენცია ფიქსირდება ელექტრონული კომერციისა და ონლაინ შოპინგის მიმართულებითაც, რის გამოც Amazon-ის აქციების ღირებულება თითქმის 17%-ითაა შემცირებული.

ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგები Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta Platforms-ს ჰქონდა, რაც მოგების მარჟის შემცირებითა და საოპერაციო ხარჯების ზრდითაა განპირობებული. ერთკვირიან ჭრილში Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 25%-ით დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ინვესტორების უკმაყოფილების მიუხედავად, Meta-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ მეტავერსის განვითარების მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სათვალეები კი ისევ კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება, მიუხედავად იმედგამაცრუებელი სარეალიზაციო შედეგებისა.

კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებით დაფინანსების ზრდაზე საუბრობს Google-ის ხელმძღვანელობაც, რასაც ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასება ნამდვილად არ მოჰყოლია - ერთ კვირაში კომპანიის აქციების ღირებულება 6%-ით დაეცა.

უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულების შემცირების ფონზე, გაცილებით უფრო მკვეთრი ვარდნის ტენდენცია ფიქსირდება შედარებით მცირე და საშუალო ზომის ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიმართებით - ინდუსტრიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის $1-ტრილიონიანი შემცირებაც სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.

რაც შეეხება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს, ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ კვირაში თითქმის 23 მილიარდი დოლარითაა შემცირებული, ხოლო მარკ ცუკერბერგის ქონების შეფასება დამატებით $14 მილიარდით შემცირდა და ამჟამად ის $38-მილიარდიან ნიშნულზეა, შედარებისთვის, გასულ წელს ცუკერბერგის შეფასება 140 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

წყარო: https://bm.ge/

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way