USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
მატროსოვის ციხე დაიხურა და პატიმრები რუსთავში გადაიყვანეს
дата:  1306

ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1-ლი მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати