USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
თბილისი
მატა ჰარი - მე ვიყავი პირველი, ვინც გაბედა შიშველი გამოჩენა საზოგადოებაში
თარიღი:  3419
მატა ჰარი (1876-1917) საკუთარი სახელი - მარგარეტი (გრეტა) გერტრუდე ზელი. ეგზოტიკური მოცეკვავე ცნობილი თავისი შიშველი, სკანდალური და სენსაციური წარმოდგენებით, მატა ჰარი იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი მე-20 საუკუნის დასაწყისში.
მამამისი, ადამ ზელი, მდიდარი, ქარხნის მეპატრონე იყო. როცა გრეტა 10 წლის იყო, დედა გარდაეცვალა. მერე მამამ მიატოვა, გრეტა ბიძამისთან საცხოვრებლად გადავიდა ჰააგაში. სკოლაში გოგონა გამოირჩეოდა შემოქმედებითი ნიჭით და კარგი სწავლით, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული იყო მიეტოვებინა სკოლა და მუშაობა დაეწყო.
ერთხელაც მარგარეტმა გაზეთში საქორწინო განცხადება აღმოაჩინა: ჰოლანდიის არმიის კაპიტანი რუდოლფ მაკლეოდი ცხოვრების თანამგზავრს ეძებდა. რის შემდეგაც მარგარეტი დაუკავშირდა რუდოლფს... ისინი 1845 წლის ივლისში დაქორწინდნენ ჰოლანდიაში, მათ შეეძინათ ვაჟი ნორმანი.
კაპიტანი მაკლეოდი მოვალეობის შესასრულებლად გააგზავნეს ინდონეზიაში, რომელიც ჰოლანდიის კოლონია იყო. იქ დაიბადა მათი ქალიშვილიც. მარგარეტს მოსწყინდა ოჯახური ცხოვრება დაიწყო ფლირტაობა ახალგაზრდა ოფიცრებთან. ასევე დაუკავშირდა ადგილობრივ მოცეკვავეებს,, რომლებიც რიტუალურ ცეკვებს ტაძრებში ასრულებდნენ. ზოგიერთი მათგანი შეუყვარდა კიდეც. ამ ამბებმა გამოიწვია უთანხმოება ოჯახში, ქმარმა რამოდენჯერმე ცემა კიდეც, შემდეგ განქორწინდნენ და ქმარი ბავშვებთან ერთად დაბრუნდა ჰოლანდიაში..
მარგარეტი სახსრების გარეშე დარჩა, განათლებაც არ ჰქონდა ისეთი რომ კარგად ეცხოვრა, არადა მიეჩვია უზრუნველ ცხოვრებას. მისი ბუნება ეძებდა თავგადასავლებს, სასიყვარულო ნოველებს და ცხოვრების ქარიშხლებს - მან იცოდა რომ ყველაფერს ამას მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქში იპოვნიდა.
მომავალში ის იტყვის: ′′ მე მეგონა, რომ ყველა ქალი, ვინც ქმრისგან გაიქცა, აუცილებლად უნდა წავიდეს პარიზში ".
და ის მოცეკვავე გახდა...
გრეტამ გადაწყვიტა თავისი კარიერა ეგზოტიკურ და ეროტიულ გარემოში აეწყო....
პარიზში, მარგარეტი აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმის მფლობელს ემილ-ეტიენ გიმს შეხვდა. სწორედ ამ მუზეუმში შედგა მისი დებიუტი, აღმოსავლური ცეკვის შემსრულებლის სახით. მან თითქმის შიშველმა შეასრულა ცეკვა პალმის ხეებს , ბრინჯაოს ფიგურებსა და სვეტებს შორის და სასწაული ოვაციები გამოიწვია.
მარგარეტმა ახალი სახელი - მატა ჰარი დაირქვა (თარგმნა მალაზიურიდან - ′′ დღის თვალი ", მზე). მან საკუთარი ცხოვრების აღსაწერად პატარა ისტორიაც მოიფიქრა. მატა ჰარიმ განაცხადა, რომ დედამისი 14 წლის ინდოელი იყო, რომელიც მშობიარობის შედეგად გარდაიცვალა და იგი ტაძარში ღვთისმსახურებმა აღზარდეს, რომლებმაც შივასადმი მიძღვნილი წმინდა ინდური ცეკვა ასწავლეს. მან ასევე განაცხადა, რომ ინდოეთის ტაძრის საკურთხეველთან შიშველმა პირველად 13 წლის ასაკში იცეკვა.
მატა ჰარი ძალიან ლამაზი იყო, სინქრონულად, ოსტატურად ცეკვავდა და ყველა მნახველს აღაფრთოვანებდა. მისი გამოჩენა და ცეკვა აღმოსავლურ ლეგენდასთან ასოცირდებოდა. მაღალი იყო, შხვართი ტანით, ულამაზესი სახის ნაკვთებით და მუქი თვალებით. მატა ხარის ცეკვით აღფრთოვანებული იყო მნახველი... მისი სასიყვარულო სკანდალები ცნობილი იყო ევროპის ყველა დიდ ქალაქში.
მატა ჰარი იმდენად ცნობილი გახდა რომ მისი პიროვნებით პარიზის ჟანდარმერია და კონტრდაზვერვა დაინტერესდა. მათ მატა საკუთარ აგენტად გაიხადეს, თუმცა ჰქონდათ ეჭვი რომ მატა გერმანიის აგენტი იყო, მაგრამ მისი დანაშაულის მტკიცებულება არ გააჩნდათ. ისინი ცდილობდნენ რამე სამხილი ეპოვათ და მუდმივი თვალთვალის ქვეშ ყავდათ. შედეგად მას სპეციალიზირებული მელნის ბოთლი უპოვეს, მატა ამტკიცებდა რომ ეს ციანიდი იყო და ამ ხსნარს ხმარობდა იმისთვის რომ არ დაორსულებულიყო, კონტრაცეპტივად. მატერ კლუნე, მატა ჰარის ერთ-ერთი საყვარელი, სასამართლოში მის დამცველად გამოცხადდა. მატა ასევე დაიცვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცერმა ჟიულ კომბემ.
თუმცა ყველა საყვარელი არ დადგა მის მხარეს. მისმა საყვარელმა გენერალმა მესიმმა წერილი გამოაგავნა სასამართლოში, რომ ის არ გამოცხადდებოდა და არ მისცემდა ჩვენებას სასამართლოს, რადგან მატას არ იცნობდა და მოსაყოლი არაფერი ჰქონდა.
მატა ჰარის პროცესი გაიხსნა 24 წლის 1917 ივლისს.
., მე არ ვარ დამნაშავე ′′ - აცხადებდა მატა ჰარი სასამართლოში. - მე მხოლოდ საფრანგეთის კონტრდაზვერვას ვემსახურებოდი და მხოლოდ მის ინსტრუქციებს ვასრულებდი", მაგრამ მატას ყველა მცდელობა იმის შესახებ, რომ ის მხოლოდ საფრანგეთს ემსახურებოდა, უარყოფილი იყო სასამართლოთი.
მატა ჰარისათვის, ალბათ ყველაზე რთული იმედგაცრუება იყო ის, რომ ვადიმ მასლოვი, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა, როგორც მოწმე, სასამართლოში აღარ გამოჩენილა..
ამის შემდეგ მატამ შეწყვიტა ბრძოლა თავის გადარჩენისთვის.
და სასამართლომ გამოიტანა განაჩენი - დახვრეტა.
მატა ჰარის გადარჩენის ბოლო მცდელობა - ან მინიმუმ მოგების დრო - განახორციელა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ედუარ კლიუნემ , რომელმაც განაცხადა, რომ მატა მისგან ბავშვს ელოდა. მარტამ ძველ მეგობარს მადლობა გადაუხადა, მაგრამ დახმარებაზე უარი თქვა.
მატა ჰარი ქალაქ ვინსენთან დახვრიტეს.
მატა ჰარი იყო ლამაზი ქალი, რომელიც იღებდა უამრავ ფულს სექსუალური მომსახურებისთვის. ამასთანავე, იმდენად მოსწონდა სამხედრო ფორმიანი ადამიანები, რომ ზოგიერთ მათგანთან სრულიად უფასოდ ეძინა. (ან, მართლაც სამხედრო ინფორმაციებს აგროვებდა)
მატა ჰარის პირველი ცნობილი საყვარელი იყო მდიდარი გერმანელი ოფიცერი ალფრედ კიპერტი. რომანი ერთი წელი გაგრძელდა.
1910 წელს მატა ჰარი გახდა ხავიერ რუსოს საყვარელი გახდა. ხავიერი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში. ისინი ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ, თუმცა ხავიერი იქ მხოლოდ შაბათ-კვირას გამოჩნდებოდა ხოლმე. კვირის დასაწყისში ის პარიზში ბრუნდებოდა, სადაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა
. რუსოს შემდეგ მისი შეყვარებული ედუარდ ვილენ ვან დერ კაპელენი იყო, რომელიც ასევე მდიდარი და დაქორწინებული იყო. გარდა ამისა, ის ჰოლანდიის არმიის ოფიცერიც იყო.
ყველაზე ვნებიანი რომანი მატას ცხოვრებაში იყო მისი კავშირი რუსეთის არმიის კაპიტან ვადიმ მასლოვთან, რომელიც საფრანგეთში ბრძოლაში მიღებული ჭრილობებს მკურნალობდა.
ოფიცრები, ოფიცრები და მხოლოდ ოფიცრები უყვარდა ყველაზე უფრო მატა ჰარის.
. როდესაც მატა ჰარი დააკავეს, სასტუმროს ოთახში მასლოვის რამდენიმე ფოტო აღმოაჩინეს. ერთ-ერთის უკანა მხარეს ეწერა: ′′ ჩემს ვადიმთან გატარებული ულამაზესი დღეების ხსოვნას, რომელიც ყველაზე ძალიან, ყველაზე მეტად მიყვარს ".
თუმცა, მასლოვმა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ჩვეულებრივი, არარეალისტური სიყვარულის კავშირი იყო, რომელიც განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა და მისი სხვა რომანებისგან არაფრით გამოირჩეოდა.
მატა ჰარიმ ერთხელ თქვა: ′′ არასდროს ვიცოდი კარგად ცეკვა. ხალხი დადიოდა ჩემს სანახავად, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც გაბედა შიშველი გამოჩენა საზოგადოებამდე ".
მატა ჰარი რჩება ერთ-ერთი ყველაზე იდუმალ, მითიურ და მომხიბვლელ ქალად.
 
კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.