USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Tbilisi
მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს
Date:  685

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა თვალაუხელელი 2 პატარა ლეკვის მდებარეობა სწრაფად განსაზღვრეს და მილებიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

„მოგვიანებით, ძენის შემდეგ, მათ ლეკვების დედა იპოვეს და შვილები დაუბრუნეს. მაშველებმა, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, ჭა საიმედოდ დალუქეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way