USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
მაშველებმა, ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს
дата:  285

ფოთში, ზღვაში რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა კიდევ ერთი, 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ, ორი არასრულწლოვანი მეგობარი ზღვაზე საბანაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати