USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
მარტში ბანკების და მიკრობანკების წმინდა მოგება 286.2 მლნ ლარით გაიზარდა
თარიღი:  576

2025 წლის მარტის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 748.283 მლნ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც თებერვლის მონაცემებთან შედარებით 286.219 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებულ ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-თებერვალში 462.064 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგებიდან 91%-ზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე მოდის,ზარალზე კი 6 ბანკი გავიდა.

ბანკები, რომლებიც 2025 წლის სამ თვეში მოგებაზე გავიდნენ:

  •  „საქართველოს ბანკი“ - 387.780 მლნ ლარი
  • „თიბისი ბანკი“ - 294.371 მლნ ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 29.791 მლნ ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 23.227 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 21.971 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 7.497 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 6.447 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 5.538 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 3.859 მლნ ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 3.765 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „კრისტალი“ - 3.594 მლნ ლარი
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 1.788 მლნ ლარი;
  • „ემ-ბი-სი“ - 684 ათასი ლარი

 რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, იანვარ-მარტის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  •  „ვითიბი ბანკი“ – 33.548 მლნ ლარი;
  • „სილქ ბანკი“ - 5.268 მლნ ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 2.089 მლნ ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 915 ათასი ლარი;
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 174 ათასი ლარი;
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 36 ათასი ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის