USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
მარნეულში „შოთაობა - 2023" ჩატარდა
Date:  745

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის ცენტრის დარბაზში „შოთაობა - 2023“ ჩატარდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და „შოთაობა“ მიულოცეს.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა: ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი „აფორიზმები-ვეფხისტყაოსნიდან“ შეასრულეს; მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენა, დეკორაციებით შოთა რუსთაველის ეპოქიდან, გათამაშდა ნაწყვეტები პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“. წარმოდგენაში მონაწილეობას მოწვეული მსახიობები და მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერიას“ მოცეკვავეები იღებდნენ.
ამასთან, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი.
ღონისძიებას მარნეულის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ 2021 წლიდან აღინიშნება.

 

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way