USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
მარკო რუბიო - ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ - ხალხი შიმშილით დაიღუპება? - მაშინ ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ
თარიღი:  644

ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ჩვენ საგარეო დახმარების გაწევის თვალსაზრისით ჩართულობას გავაგრძელებთ, რადგან მიმაჩნია, რომ სათანადოდ ორგანიზებული დახმარება კარგია ქვეყნისთვის. მაგრამ ის სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ უარს ვამბობთ საგარეო დახმარებაზე, რომელიც სულელურია, რომლითაც ამერიკელი გადამხდელების ფული იფლანგება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ გარკვეულ კონტექსტში ქვეყნებისთვის საგარეო დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს.

„ჩვენ ყოველგვარი საგარეო დახმარება შევაჩერეთ და ახლა მას პროექტ-პროექტ განვიხილავთ. ხალხი შიმშილით დაიღუპება? შიმშილობა იქნება? მოახდენს ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას? უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე? - მაშინ ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. სასარგებლო პროექტები შენარჩუნდება და გაძლიერდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის