USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მარკო რუბიო - ჩვენ პირდაპირ ვუთხარით რუსებს: თუ ომის გაგრძელება გსურთ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ეკონომიკურად
თარიღი:  716
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხზე ერთმნიშვნელოვანია – არანაირი კონკრეტული შეთანხმებები ან საზღვრების გადანაწილება განხილული არ ყოფილა.
 
„ჩვენ პირდაპირ ვუთხარით რუსებს: თუ ომის გაგრძელება გსურთ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ეკონომიკურად და ვერ გვექნება რაიმე სახის ურთიერთქმედება. თუმცა, თუ ომის შეჩერება თქვენი მიზანია, შეგვიძლია განვიხილოთ, რა ნაბიჯებია საჭირო ამისთვის,“ – აღნიშნა რუბიომ.
 
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას სურს დარწმუნდეს, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან რუსები კონფლიქტის დასრულების პერსპექტივას. „თუ მათი მოთხოვნები არარეალისტურია, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აღიქვამენ რეალობას სწორად. პრეზიდენტს სურს იცოდეს, აქვს თუ არა რუსეთს რეალური სურვილი ომის დასრულებისკენ,“ – განაცხადა რუბიომ.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის