USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ დღეს, "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდება
თარიღი:  558

დღეს, სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.  შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც 22 იანვრის საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მომდევნო კვირას იგეგმება მწარმოებლებთან შეხვედრა.

"ხვალ [23 იანვარს] გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს [26 იანვარს] გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პროდუქციის ქართველ მწარმოებლებთან. ასევე, შეხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, ვინაიდან მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა შედგება უკვე საწვავის რეალიზატორებთან.

სპეციფიკა მსგავსია განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის. ასევე საწვავის შემთხვევაშიც, იგივე პრინციპია იმპორტი, დისტრიბუცია, რეალიზაცია. ერთი და იგივე ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად გვინდა შევისწავლოთ ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას არ დაუკონკრეტებია ფარმასექტორისა და საწვავის რეალიზატორებთან დაგეგმილი შეხვედრების თარიღები.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის