USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
მარინა სალუქვაძე - არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურებაო, თქვა ტურიკამ... კალამი დააგდო და წავიდა
дата:  3196

2002 წელს დავიწყე ტელეკომპანია იმედზე მუშაობა. 5 კაცი დამხვდა - ბიძინა ბარათაშვილი, ოთარ შამათავა, გია ტოგონიძე, ზვიად ქორიძე და გიორგი კიკნაძე - მაშინ ჟორიკა იყო იმედის დირექტორი. მეექვსე მე ვიყავი. ჯერ იმედის შენობაც არ იყო და აკადემქალაქში, "აუდიენციის" დიდ მანსარდაზე გვქონდა ოფისი და ყველა ერთად ვისხედით.

ნელ-ნელა გავიზარდეთ და გავბევრდით. ხელფასი იმ დროისთვის შესაშური გვქონდა, ენთუზიაზმი ცამდე, მონდომება უზარმაზარი! ყველა ოცნებობდა იმედზე მუშაობის დაწყებას. საინტერესო საქმესთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა ყველას ხიბლავდა.

ერთ დღესაც შემოგვიერთდა დათო ტურაშვილი, ჩვენი საყვარელი ტურიკა. 3 დღე იარა. ჩემთან ახლოს იჯდა. გადაშლიდა რვეულს, დაიკავებდა კალმისტარს, სადღაც იყურებოდა და არაფერს არ წერდა. უცებ დააგდო კალმისტარი, ადგა და თქვა წავედიო. რატომ-თქო ვკითხე. არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურება, თავისუფლება მირჩევნია ყველანაირ ხელფასსო, არ შემიძლიაო თქვა და წავიდა.

ზოგმა თქვა გაუფრენიაო. მე კი ჩუმად შემშურდა... გუშინდელივით მახსოვს...

რაც შეეხება მის გარშემო ატეხილ ბინძურ კამპანიას - ტურიკა ვინმეს სამსახურში თუა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყანაა და არც ერთმა ანგაჟირებულმა პერსონამ არ გაბედოს მასზე ცუდის თქმა!!!

სად იყავით, როდესაც ეს გულანთებული ბიჭი გარეჯის გადასარჩენად დარბოდა?!!! სად იყავით როდესაც გაგანია კომუნისტების დროს ავაზაკს პირში ეუბნებოდა სიმართლეს?!!! სად იყავით როდესაც მისმა გულმა სიბინძურეს ვერ გაუძლო და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან???

ააა, მისი ემოციური საუბარი გაღიზიანებთ? რასაკვირველია, ვინმე შეიძლება არ დაეთანხმოს, სხვაგვარად ფიქრობდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ ოპონირებისას სახე არ დაკარგოთ!!! მავანმა "ისტერიჩკადაც" გაბედა ტურიკას მონათვლა! საცოდავებო, თქვენგან განსხვავებით ტურიკას გული სამშობლოთია სავსე... მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ოქროს ბიჭო 

P.S. ამ გახსენებით არც ბადრის დაკნინება მიფიქრია და არც იმედის გუნდის, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა!!!

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати