პარიზის სასამართლომ ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი კორუფციის - გაფლანგვის - ბრალდებით დამნაშავედ ცნო და 5 წლით თანამდებობის დაკავება, 1 მილიონი ევრო ჯარიმა და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელთაგან ორი ელექტრონული სამაჯურით შეუძლია დაფაროს. ამ ფონზე ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
მარინ ლე პენი ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ მოლაშქრე პოლიტიკოსია, რომელსაც გამორჩეულად თბილი ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, განსაკუთრებით 2022 წლამდე.
რუსეთი აღშფოთებულია და დემოკრატიის პრინციპის დარღვევაზე გააკეთა განაცხადი. მაგრამ რატომღაც რუსეთში ავიწყდებათ, რომ დემოკრატია და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა ყოფნა ორი სხვადასხვა ცნებაა. კიდევ ერთი საინტერესო ისაა, რომ თითქმის ყველა პრო-რუსი პოლიტიკოსი კორუფციულ სქემებშია გახვეული, ავსტრიაში იქნება ეს, საფრანგეთში, რუმინეთში თუ სხვაგან. ეს მათი ხელწერაა.
მაგრამ მარინ ლე პენის შემთხვევას კომიკურობაც ახლავს თან: იგი სწორედ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის გაფლანგვაშია ბრალდებული. იმ ევროკავშირის, რომელსაც ასეოდენ ებრძოდა იგი. ლე პენის გარდა კიდევ 8 მისი თანაპარტიელია ბრალდებული.
ლე პენის მხარდამჭერები მასობრივ დემონსტრაციებს გეგმავენ მის მხარდასაჭერად. ამასთან, იგი გასაჩივრებასაც გეგმავს. შესაბამისად, განაჩენი აპელაციამდე არ აღსრულდება, თუკი ამ აპელაციამ არ შეცვალა განაჩენის შინაარსი. ზოგადად, არც ისაა ცნობილი როგორ იმოქმედებს მის წინააღმდეგ განაჩენი საზოგადოებრივ განწყობებზე. პოლიტიკაში დევნილობის სტატუსი ყოველთვის ნეგატიურად არ მუშაობს. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება.
ზოგადად კი საინტერესო პროცესებს ვადევნებთ თვალს. ამასთან, ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა ხდება. თუკი წინათ რამდენიმე თვე ან წელიწადი იყო საჭირო ამა თუ იმ ცვლილების მისაღებად, ახლა რამდენიმე კვირასა და დღეში იცვლება სურათი.