USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება - კანონის გამკაცრება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება
თარიღი:  665

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში - შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.

რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.

განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას - გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე იგივე სანქციები გავრცელდება, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს. კერძოდ, 145 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისათვის დადგინდება თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი, ასევე დაემატება ალტერნატიული სანქციები, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინა პატიმრობა.

საზოგადოების ინფორმირებულობისთვის უნდა ვთქვათ: - კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მარიხუანა მოიხმაროს ღია სივრცეში, ასევე სკოლებთან, ბაღებთან, სკვერებსა და ასე შემდეგ, ეს დღესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის