რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დაწყებულ პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, ვინც საკუთარ ხალხს წარმოადგენს, არ შეიძება პირდაპირი ფრენების წინააღმდეგი იყოს.
„რაც შეეხება საქართველოსთან ავიამიმოსვლას და თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის რეაქციას : თუ შენს ხალხს წარმოადგენ და არა ვინმეს მიერ გადახდილ შეკვეთას, შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო, ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისა და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამის“ არხზე.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.