USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
მარია ზახაროვა - საქართველოს მხრიდან აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა
თარიღი:  530

„აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა წინ წავიდეს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეცდომებისა და განხორციელებული აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა.

„არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში“, - აცხადებს ხაზაროვა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება კვლავ მოლაპარაკებების პროცესის მთავარ პრიორიტეტებს შორის რჩება. ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ამ პროცესებს ხელი შეუწყოს.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის