USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
მარია ზახაროვა - ბევრია ისეთი, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს - არ დაიწვან
თარიღი:  875

რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია და ისინი, ვისაც მათი გაფუჭება სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან. რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ“, - განაცხადა მან რადიო „სპუტნიკის“ ეთერში.

რუსეთში ჩატარებული რეიდის საპასუხოდ 30 ივნისს, აზერბაიჯანის პოლიცია რუსულ სახელმწიფო სააგენტო Sputnik-ში შევიდა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეიდთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვეს, რომ Sputnik-ი "არალეგალური დაფინანსების" პირობებში აგრძელებდა ოპერირებას, რადგან აზერბაიჯანმა სააგენტოს აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეუჩერა. სამინისტრომ ოფიციალურად დაკავების შესახებაც გაავრცელა ცნობები, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ დააკავა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს RIA-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან Sputnik-ის აზერბაიჯანული ბიუროს მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი და რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი. რუსეთის ხელისუფლებამ დაგმო მომხდარი და არამეგობრული უწოდა ბაქოს მხრიდან რუსი ჟურნალისტების დაკავებას. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპერაციის შედეგად ასევე დააკავეს ФСБ-ის "ორი აგენტი", რომლებიც როგორც ირწმუნებიან, Sputnik-ში მუშაობდნენ.

რუსმა სამართალდაცავებმა 27 ივნისს აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, 50 პირი კი დააკავეს. მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობებს. თავის მხრივ აზერბაიჯანის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო "რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაზე".

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის