აშშ-ში შათდაუნი უკვე 23 დღეა გრძელდება, რა თანხა დახარჯა აშშ-მ ზელენსკისთვის? საკვები პროდუქტების რამდენ ყუთს ნიშნავს ეს? - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე წერს.
ზახაროვას თქმით, CNN-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებმაც აშშ-ში „შათდაუნის“ გამო სამსახურები დაკარგეს, უფასო საკვების მისაღებად რიგში საათობით დგანან.
„აშშ-ის ფედერალური თანამშრომლები, შათდაუნის ფონზე, უფასო საკვების მისაღებად რიგში საათობით დგანან. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მთავრობის დახურვის შემდეგ დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი უხელფასო შვებულებაშია ან ანაზღაურების გარეშე მუშაობს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოემბერში, იმავე მიზეზით, საკვების ტალონებით სარგებლობის უფლება აშშ-ის დაახლოებით 42 მილიონმა მოქალაქემ შეიძლება დაკარგოს. შათდაუნი უკვე 23 დღეა გრძელდება“, - წერს ზახაროვა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.