USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
მარია ზახაროვა - ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით - საქართველოსთან ჩვენ ხელოვნურად თავსმოხვეულ, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ
თარიღი:  82

როდესაც თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებაში, დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია , - ამის შესახებ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე და თქვა, რომ თუ ამისთვის მზად იქნებიან თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასძინა, რომ როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

ამასთან, ზახაროვას მტკიცებით, რუსეთთან „ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია“. მისი შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, რადგან რუსეთი „დასავლურ პრაქტიკას არ იყენებს“.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მჭიდრო ისტორიული კავშირები გვაქვს. ამის გათვალისწინებით, გარკვეულ მომენტებზე პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ვახალისებთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. როგორც ჩანს, ქართული მხარეც ასევე, დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.

ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, ვინმეს მიერ ვინმესთვის. დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ…

პოლიტიკურ დიალოგს რაც შეეხება, შემიძლია გავიმეორო, რომ თუ და როცა იქნებიან ამისთვის მზად თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილი კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ასეთი მიდგომის რაციონალურად ახსნა საქართველოსთვის ალბათ რთულია. მგონია, რომ როდესაც თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებაში დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია”, - უპასუხა მარია ზახაროვამ ნიკოლოზ მჟავანაძეს 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის