USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მანუჩარ ახალაია - გავჩუმდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამი შვილი ახლა სახლშია უსაფრთხოდ და სხვისი ანგელოზი შვილები რამდენიმე მეტრის სიღრმის ტალახში არიან ჩაფლულები?
თარიღი:  1711
სოციალურ ქსელში ვრცელდება მანუჩარ ახალაიას პოსტი ბევრი კითხვით, რომელიც შოვის ტრაგედიას ეხება.
,,სამი დღეა, ამ ჯოჯოხეთის შემყურე ხმას ვერ ვიღებ. თქვენ მართლა ხომ არ გაგიჟდით, სახედაკარგულო „მორალისტებო“, დუმილისკენ რომ მოგვიწოდებთ, კითხვების დასმაზე რომ გვამუნათებთ და ისე წარმოაჩენთ, თითქოს ვინმეს გაუხარდა ეს ტრაგედია. ნებისმიერი ოჯახი შეიძლება იქ ვყოფილიყავით, ნებისმიერის შვილი შეიძლება მოხვედრილიყო ამ ჯოჯოხეთში. რაზე საუბრობთ საერთოდ? რაზე ფიქრობთ? რაზე გვიკითხავთ მორალს? დიახ, არავის არ უნდოდა ეს სტიქიური უბედურება! დიახ, ბუნების ძალის წინაშე ყველანი უძლურები ვართ, მაგრამ
არა გვაქვს უფლება, დავსვათ მინიმუმ ეს კითხვები?
– რატომ არ ჰყავს ქვეყანას სამაშველო ვერტმფრენები?
– რატომ არ გვაქვს თანამედროვე თერმული და ღამის ხედვის დრონები?
– რატომ არა აქვს გმირ, ვაჟკაც მაშველებს თანამედროვე აუცილებელი ტექნიკა და აღჭურვილობა?
– რატომ იკაფება უკანონოდ ასეულობით ჰექტარი ტყე?
– რატომ არ ყენდება მონიტორინგისთვის აუცილებელი აპარატურა?
– რატომ არ კეთდება სწორი დასკვნები წინა ტრაგედიებიდან?
– რატომ გაიცემა სამშენებლო ნებართვები საშიშ ადგილებში?
– რატომ არ სრულდება გარემოს დაცვის კუთხით გაცემული რეკომენდაციები?
რას ნიშნავს დუმილი, რას ნიშნავს გაჩუმება? გავჩუმდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამი შვილი ახლა სახლშია უსაფრთხოდ და სხვისი ანგელოზი შვილები რამდენიმე მეტრის სიღრმის ტალახში არიან ჩაფლულები? გავჩუმდე მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს უშუალოდ ჩემს სახლში არ არის გლოვის ზარი? მიმიფურთხებია ასეთი დუმილისთვის, მიმიფურთხებია ასეთი დამოკიდებულებისთვის, ასეთი ქართველობისთვის.
სულ ფეხებზე მკიდია ამ დროს პოზიციაც და ოპოზიციაც, სახელმწიფო მინდა… სახელმწიფო, გამართული ინსტიტუტებით და პასუხისმგებლობის მქონე ჩინოვნიკებით, სახელმწიფო მინდა ისეთი, სადაც შენი, ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის შვილი, თითოეული ადამიანის სიცოცხლე და მისი დაცვა იქნება უზენაესი. არავინ იცის, ვის რა გველოდება ხვალ, ზეგ, სად, რა ვითარებაში აღმოვჩნდებით ჩვენ, ან ჩვენი ოჯახის წევრები.
თანასწორნი ვართ ყველა ბუნებისა და უფლის წინაშე, ამიტომ დუმილი კი არა, განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ ყველამ იმისათვის, რათა მომავალში მაინც გადავარჩინოთ ადამიანები”, – წერს მანუჩარ ახალაია ფეისბუქპოსტში (05.08.2023).
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის