USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მამუკა მდინარაძე: ლგბტ მიმართულების პროპაგანდა მიუღებელია, ამ ქვეყანაში ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას უფლებების დაცვა დაარქვას
თარიღი:  507

ამ ქვეყანაში, ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა, უფლებების დაცვის სადარაჯოზე ჩვენ ვართ და რეალურად არავის აინტერესებს მათი [ლგბტ თემის] ბედი და უფლებები, მათ პროპაგანდა აინტერესებთ, შემდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ხოლმე , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ნებისმიერ ხელისუფალი ვალდებული იქნება, უფლებების დაცვა პროპაგანდისგან გამიჯნოს.

„ვინც არ უნდა იყოს, რა ორიენტაციაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეს იქნება სექსუალური, თუ სხვა, მისი უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ამავდროულად, კატეგორიულად მიუღებელია, ლგბტ მიმართულების პროპაგანდა. დღეს, ჩვენ ამაზრზენი ფაქტი ვნახეთ, სხვათა შორის, თქვენი ტელევიზიიდან გახმოვანებული, თუ სწორად მახსოვს, ე.წ. ჰეფი მილში, ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას და არა უფლებების დაცვის დოკუმენტაციას, არ სჭირდება ბავშვს უფლებების დაცვის სწავლა 2,3,7 და 10 წლის ასაკში, რაც ამ თემის შემოპარებაა, ამიტომ არის ამაზრზენი, პატარა ასაკიდან ამ თემის პროპაგანდის შეგუება, ეს დამაზიანებელია. ამ ქვეყანაში, ვერავინ, ვერასდროს შეძლებს, რომ პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა, უფლებების დაცვის სადარაჯოზე ჩვენ ვართ და რეალურად არავის აინტერესებს მათი ბედი და უფლებები, მათ პროპაგანდა აინტერესებთ, შემდეგ იყენებენ ხოლმე პოლიტიკურ იარაღად, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება. მათ არ აინტერესებთ ვინმეს მიერ ამ თემის სწორად ნათქვამის აღქმა, რადგან პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ამას, მათ არ აინტერესებთ, ვინმე ჰომოფობია, თუ არა, რადგან იმ მხარეს არიან, სადაც ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს და ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გავა, წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა გავიდეს და ეს მათ თავისუფლად შეძლონ. ესენი არიან ერთ მხარეს, ჩვენ ვართ სხვა მხარეს და საქართველოა, სხვა მხარეს. ნებისმიერ ხელისუფალი ვალდებული იქნება, გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც ჩვენი მომავალი თაობებისთვის დამაზიანებელია“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის