USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
მამუკა მდინარაძე - თუკი ვინმე ერთ პუნქტს მაინც იპოვის ჩვენს კანონპროექტში, რომელიც ანალოგია რუსულის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონი უკან
თარიღი:  579

თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, წაუკითხავ კანონს აპროტესტებინებენ ხალხს და „თავისას მიერეკებიან პიარულად“.

„თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან. თუ იტყვით დეკლარაციის შევსებას, საერთო ნიშანია ამერიკულში, კანადურში, უკრაინულში და ასე შემდეგ. ვინც ამ კამპანიაში ჩაერთვება, ყველას მივმართავ, ერთი პუნქტი დაგვისახელონ, რა არის რუსული და რა მოთხოვნაც გინდათ, დავაკმაყოფილებთ. წაუკითხავ კანონს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს? რა დღეში დარტყმის ქვეშ, ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ და მაგრამ თავისას მიერეკებიან პიარულად“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ამხელა რეიტინგის ფონზე“ თავი იმიტომ აიტკივეს, რომ თავის ტკივილს, რომელიც ოქტომბერში გვექნებოდა, ქვეყანა ვერ გადაიტანდა.

„ჩვენი თავის ატკივება სჯობს ახლა, ვიდრე ოქტომბერში ქვეყნის თავის ისეთ ატკივებას, რომელსაც ქვეყანა ვერ გადაიტანს. ახლა რასაც ვაკეთებთ ამით ვაზღვევთ, ქვეყანა ვეღარ გადაიტანდა. უფრო მეტი დიდი შავი ფული რომ შემოდის, უფრო მეტად გაუმჭვირვალე ხდება... გვამუნათებენ, გასულ წელს ხომ თქვით და რატომ გადათქვით, ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ, რომ გამჭვირვალობა იყოს. შავი ფული არ შემოვიდეს. აუტკივარი თავი, ამხელა რეიტინგის ფონზე იმიტომ ავიტკივეთ, რომ თავის ტკივილი, რომელიც გვექნება ოქტომბერში ქვეყანას, ვერ გადაიტანდა. ამ ყველაფერს ვაზღვევთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის