USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
მამუკა მდინარაძე - ქართულ პოლიტიკაში ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება
თარიღი:  870

„გიორგი ვაშაძე გადაჭარბებული, პოპულისტური განცხადებით გამოირჩევა, დადის და ვითომ პიარს იკეთებს“, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გიორგი ვაშაძის მიერ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ დასმულ კითხვას.

მამუკა მდინარაძე ვაშაძეს „სასაცილო პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს.

„ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკაში ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება - ესაა ადამიანი, რომელიც ყველაფერს ლაპარაკობს, რუსეთის აგენტს ნებისმიერს დაუძახებს, ყველაფერს იკადრებს. ამიტომ, ვასაძე რას აკეთებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის გადაჭარბებული, პოპულისტური განცხადებით გამოირჩევა, დადის და ვითომ პიარს იკეთებს, პიარს, რომელსაც შედეგი, ე.წ. ფიდბექი არ აქვს. ეს ადამიანი უშედეგო პიარის ავტორია. მისი განცხადებები დიდად ვერაფერს დააზიანებს. ხაზი, რომელსაც ის ატარებს [საქართველოს] იმიჯის დაზიანების მცდელობაა და ვერ აზიანებს “, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ევრორეკომენდაციის საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი რანგის პირებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, შეხვედრებს გამართავს. „ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავიტანოთ სიმართლე. პირველი სიმართლე არის, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მეორე - ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, არ გადაუხვიოს იმ ევროპული ინტეგრაციის გზას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა“, - აცხადებს ვაშაძე.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის