USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
მამუკა ხაზარაძე - ნამდვილი ლიდერი არ იტყუება
თარიღი:  1179
პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს"  ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე,  ემოციურ მიმართვას აქვეყნებს თავის ფეისბუკის გვერდზე და აცხადებს, რომ ქვეყნის სხვადასხვა სფეროში დამარცხებების სერია მალე დასრულდება.
 
"ნამდვილი ლიდერი არ იტყუება,ის ყოველთვის ნათელ მხარეს ირჩევს, სიმართლის მხარეს, მას სხვანაირად არ შეუძლია, არ ძალუძს, ამისთვის არის გაჩენილი, ამისთვის იბრძვის, ლიდერი არ ეძებს მიმდევრებს და მონებს, ის ლიდერებს ეძებს და იკრებს თავის გარშემო, ქმნის ძლიერ გუნდს.
 
ლიდერისთვის მთავარია სული. ჯანსაღი, უდრეკი, სინდისთან კომპორომისების გარეშე არსებული, მებრძოლი, მხოლოდ ასე შეიძლება მიზნის მიღწევა, მითუმეტეს თუ ეს მიზანი შენს ქვეყანას, შენს ხალხს ეხება.
ლიდერები არ იტყუებიან, ლიდერები არ აყალბებენ, ლიდერები ცრუ დაპირებებს არ იძლევიან და მერე არ გარწმუნებენ რომ ესაა ჭეშმარიტება, ლიდერები ცალმხრივად არ თამაშობენ, ცარიელ კარში გოლს არ იტანენ, ლიდერები მოწინააღმდეგესთან დამარცხებას ვაჟკაცურად აღიარებენ.
 
ჩვენს ქვეყანას ლიდერები არ მართავენ, ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში - წაგებაში, დამარცხებაში, გაურკვევლობაში, უიმედობაში, უპერსპექტივობაში, სიყალბეში, ტყუილში.
 
დღეს ახალი თაობის ლიდერები გვჭირდება, ახალი ენერგიით, სიმართლით, ანთებული გულით და ძლიერი სულით, სიმართლეზე, ერთიანობაზე, განვითარებასა და გამარჯვებაზე ორიენტირებულები, პროფესიონალები.
არიან ასეთები ჩვენს გარშემო?
 
რა თქმა უნდა, არიან! მათ შეკრება სჭირდებათ.
 
მჯერა, რომ ქვეყნის სხვადასხვა სფეროში დამარცხებების სერია მალე დასრულდება, ჩვენს მაგარ ქვეყანას წინ ახალი ლიდერების საუკეთესო თაობა და დიდი გამარჯვება ელოდება.
 
დროა უკვე ! "- წერს მამუკა ხაზარაძე.
 
 
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის