USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
მალთაყვაში საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი დასრულდა
თარიღი:  244
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მალთაყვაში საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირის დახურვას დაესწრო
საქართველომ მალთაყვაში, წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი - 2025“-ს უმასპინძლა.
საერთაშორისო ტურნირის წარმატებით ჩატარებამ საფუძველი შექმნა, რომ საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანოს 2026 წელის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები დააჯილდოვა. შეჯიბრებები ჩატარდა ხტომასა და სლალომში.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ - საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“.
წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება.ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გახლდათ გენადი გურალია, რომელმაც უკვე 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურის წოდება მიიღო.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის