USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი
თარიღი:  551
თეა წულუკიანმა მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მოინახულა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტია 6 628 698 ლარი.
თეა წულუკიანთან ერთად ბაზის მშენებლობა კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა გერონტი ცინდელიანმა, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა - ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ემზარ მალანიამ, აკადემიური ნიჩბოსნობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ბუჯიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა პაატა გუნიამ მოინახულეს.
ქალაქ ფოთს ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. XX საუკუნეში აქ ნიჩბოსნობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალაქში მოსამზადებლად ჩადიოდნენ იმ დროის საუკეთესო სპორტსმენები. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მალთაყვის აკვატორია მდიდარია წყლით, რაც საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზამთარში წყალი არ იყინება, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევთ ზამთარშიც უწყვეტად შეძლონ ვარჯიში. წლების განმავლობაში წყალთან ახლოს ბაზის არარსებობის გამო ნიჩბოსნებს ვარჯიშის პროცესში არაერთი პრობლემა ექმნებოდათ, მათ შორის სპორტსმენებს ნავებისა და სპეციალური ეკიპირების ხელით ტარებაც დიდ მანძილზე უწევდათ, ბაზის დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრება.
2021 წელს თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, რის შემდგომაც ბაზის აღდგენა დაიგეგმა.
პერსპექტიული ახალგაზრდები, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდებათ, სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში შეძლებენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას. შედეგად, ნიჩბოსნობასა და კანოეში საქართველოს დიდი სპორტული ტრადიციები სათანადოდ აღდგება. აღსანიშნავია, რომ მალთაყვის ბაზა საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ქართული სპორტის განვითარებისა და სპორტსმენთა ხელშეწყობისთვის.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის