USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
მაიკ პომპეო: თუ რუსები აშშ-ს სამხედროების მკვლელობას უკვეთავენ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ
თარიღი:  765

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი ავღანეთში აშშ-ს სამხედროების მკვლელობას უკვეთავს, ეს "ძალიან ძვირად დაუჯდებოდათ".

 

"თუ რუსები ამერიკელების ან სხვა დასავლელების მოკვლაში ფულს იხდიან, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ეს ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს" - განაცხადა მაიკ პომპეომ ჩეხეთში ყოფნისას Free Europe/Radio Liberty-სთან ინტერვიუში.

ივნისში New York Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანონიმურად დაწერა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფმა თალიბანთან დაკავშირებულ სამხედროებს ავღანეთში კოალიციური ძალების, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის საიდუმლოდ შესთავაზა ჯილდო.

თვეების წინ აშშ-მ გაიგო, რომ რუსულმა დანაყოფმა გასულ წელს წარმატებული თავდასხმებისთვის მათ ფარულად შესთავაზეს ჯილდო. აღნიშნული დანაყოფი დაკავშირებულია ევროპაში მკვლელობების მცდელობასთან და სხვა საიდუმლო ოპერაციებთან, რაც დასავლეთის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ, მთავრობის შეფასებით, ეს დანაყოფი 29155-ის რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს, GRU-ს დანაყოფის ხელობაა. ისლამისტმა სამხედროებმა, ან მათთან დაკავშირებულმა კრიმინალურმა ელემენტებმა, სავარაუდოდ, ჯილდოდ ფულის გარკვეული რაოდენობა მიიღეს. 

"2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი მოკლეს, თუმცა, უცნობია, რომელ მკვლელობებს აყენებენ ეჭვქვეშ". – წერს გამოცემა.

ოფიციალური პირის თქმით, სადაზვერვო სამსახურის აღმოჩენა უკვე აცნობეს პრეზიდენტ ტრამპს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საკითხი მარტის ბოლოს განიხილა. ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს პოტენციური საპასუხო ქმედებების ვარიანტები – დაწყებული მოსკოვისადმი დიპლომატიური საჩივრით, რათა ეს შეჩერდეს, ასევე, სანქციები და სხვა შესაძლო საპასუხო ნაბიჯები. ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრ სახლს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ივნისში ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის არავის შეუტყობინებია, რომ რუსეთის დაზვერვა თალიბანის მებრძოლებს ჯილდოს სთავაზობდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლისათვის.

მოგვიანებით მან დაწერა, რომ შეატყობინეს, რომ New York Times-ის ინფორმაცია არასანდოა და სწორედ ამის გამო არ მიუწოდებიათ ის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტისათვის.

ინფორმაცია უარყვეს თეთრ სახლში, აშშ-ს ეროვნულ დაზვერვასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის