USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, რომ აშშ-მ ჯანმო-ს დაფინანსება აღარ აღუდგინოს და ალტერნატიული ორგანოს შექმნაზე იმსჯელოს
თარიღი:  840

აშშ-ის სახელმწიფო მდივანინ მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-მ, შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება აღარ აღუდგინოს.

„ეს შესაძლოა გახდეს საკითხი, რომელსაც აშშ აღარ მიუბრუნდეს და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარები ჯანმო-ში აღარ წავიდეს,“ - აღნიშნა პომპეომ.

მისივე თქმით თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის ფუნქციონირების გადახედვის საჭიროება გააჩინა და არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა ალტერნატიული ორგანოს შექმნაზეც იმსჯელოს.

“ეს არის საკითხი, რომელზე მსჯელობასაც ვგეგმავთ,“- დასძინა მან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან განკარგულება გასცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან "ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში".

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის