USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ლუკა შველიძის პალატაში, რომელიც თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება, იარაღიანი მამაკაცი შევიდა
თარიღი:  714

სტუდენტ ლუკა შველიძის პალატაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება, იარაღიანი მამაკაცი შევიდა.

აღნიშნულის შემდეგ, კლინიკის ეზოში დაპირისპირებაც მოხდა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაში თავად ლუკა შველიძე და მისი დედაც მონაწილეობენ. ისინი აღნიშნული მამაკაცის ვინაობის დასახელებას ითხოვდნენ.

„იარაღით რატომ მოხვედი, რა გინდა, მოკვლა გინდა ჩემი შვილის? ვისია ეს იარაღი?“ - მიმართა ლუკა შველიძის დედამ მონიკა პაპაშვილმა მამაკაცს, რომელიც პოლიციამ კლინიკის ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამასთან, მშობელი „ტვ.პირველთან“ ამბობს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა, რომელიც მის შვილთან ნასვამ მდგომარეობაში იარაღით მივიდა, ვინაობა მხოლოდ სამართალდამცველებთან დაასახელა.

„პატრულმა ვერ დაადგინა ეს ადამიანი ნასვამი იყო, თუ არა. თქვეს, ჩვენ ამის საშუალება ახლა არ გვაქვსო და ამ ადამიანისთვის იარაღიც არ ჩამოურთმევიათ. ორი ადამიანი იყო, მათგან ერთს ეცვა ნაცრისფერი, მეორეს კი შავი ზედა. არცერთმა მათგანმა სახელი და გვარი არ თქვა. პატრულს კარგად ჩასჩურჩულეს, თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენენ“, - განაცხადა ლუკა შველიძის მშობელმა, მონიკა პაპაშვილმა.

თავად ლუკა შველიძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული მამაკაცი, რომელიც მასთან პალატაში იარაღით შევიდა, პოლიციის თანამშრომლად გაეცნო.

ცნობისთვის, თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის