USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ლუკა კურტანიძე - ჭიდაობის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი
თარიღი:  1365

ლუკა კურტანიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე) დღეს გამართულ ჭიდობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს.

ამის შესახებ ლუკა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გულისტკივილით წერს:

"დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო,რომელიც ახლა მიმდინარეობს,როგორც მსოფლიო ჩემპიონს რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები ... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?... რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე... ამ კუთხით მაინც ვთვლი რაღაც შევძელი.... იმის ღირსი მაინც ვიყავი ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.... იმდენი ადამიანის წინაშე მაინც /არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა მეტი არაფერი.../ თუმცა.... ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი შემდეგ დაუძახა გენ მდივანს და... ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა / ასე უფრო მეტად რბილად ავღნიშნავ/ დავიბენი... რადგან არ ველოდი... შემრცხვა... ძალიან დავმცირდი.... !ძალიან მეტკინა... რაღაც ვთქვი... და წამოვედი...! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული... დიახ თქვენიდან ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ....მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც... სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი ... ალბათ ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის. ისე განვიცადე ეს უსამართლობა რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს.... მაპატიეთ... უბრალოდ ბოლოს ვიტყვი მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს ჭიდაობის ფედერააციის პრეზიდენტისგან მისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას....! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე... მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ.... ვერ მივიღებ რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაწყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი ვიდრე გაიგო ....მაგრამ არ გამოვიდა... მე ვიღებ ამ გამოწვევას!"

 

 

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის