აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო კალიფორნიის მთელ შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„დღეს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კალიფორნიის შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და ფედერალური დახმარების შესახებ განკარგულება გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ბაიდენი ლოს-ანჯელესში იყო ჩასული, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნო. ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შედეგ აშშ-ის პრეზიდენტმა იტალიაში მისი დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი უკვე ემსხვერპლა, ხოლო 100 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.