USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
Bloomberg რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს
თარიღი:  681
კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე რუსეთის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულ ვარდნას განიცდის. გავლენიანი გამოცემა Bloomberg საკუთარ გათვლებსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს.
 
გამოცემის ცნობით, რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აპრილ-ივნისში 16%-ით შემცირდება. რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე კვარტალური მაჩვენებელია.
 
ასვე „შავი აპრილი“ გადაიტანა რუსეთის ავტობაზარმა. ამ სეგმენტში გაყიდვები 72%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყანაში ბიზნესის აქტივობის ინდექსი PMI (გადამამუშავებელი მრეწველობა) 1997 წლის მინიმუმამდე დაეცა.
 
რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა მარტის ბოლოს გამოაცხადა. შეზღუდვები 12 მაისს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.
 
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 მაისის დილის მონაცემებით, 4 900 253 ადამიანი შეადგინა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
 
კორონავირუსით ყველაზე მეტად აშშ დაზარალდა. სადაც 1,5 მილიონია დაინფიცირებული, მეორეა რუსეთი 299 900 ინფიცირებულით. მესამეა ბრაზილია, სადაც COVID19-ით 271 800 ადამიანი დაინფიცირდა. მეხუთეა ბრიტანეთი 250 100 კოვიდინფიცირებულით, ხოლო ხუთეულს ესპანეთი კრავს, სადაც კორონავირუსი 232 000 მოქალაქეს დაუდასტურდა.
თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის