USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
«Bloomberg» (აშშ): „უკრაინაში ყველაზე პოპულარული ადამიანი პრეზიდენტისთვის პრობლემად იქცა: რატომ აღარ მოსწონს ვოლოდიმირ ზელენსკის ვალერი ზალუჟნი?“
Date:  

ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტომ „ბლუმბერგმა“ (Bloomberg) გამოქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინაში ყველაზე პოპულარული ადამიანი პრეზიდენტისთვის პრობლემად იქცა: რატომ აღარ მოსწონს ვოლოდიმირ ზელენსკის ვალერი ზალუჟნი?“ (ავტორები - კატერინა ჩურსინა და ანდრეი დუდიკი).

როგორც მასალაშია აღნიშნული, პრეზიდენტსა და გენერალს შორის არსებული ოდნავ შესამჩნევი უთანხმოება უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლამ დღის სინათლეზე გამოიტანა და კიდევ უფრო გაამძაფრა. დაპირისპირების მიზეზები რამდენიმეა: გენერალი მობილიზაციის მომხრეა, პრეზიდენტი ყოყმანობს. გენერალი არმიის იარაღით უზრუნველყოფას ითხოვს, მთავრობა კი უუნაროა.

უკრაინის პრეზიდენტს, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, რა თქმა უნდა, უფლება აქვს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი პოსტიდან გაათავისუფლოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით იგი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო მოსახლეობის სულისკვეთებას ძირს დაცემს და დააზარალებს - იმედენად, რამდენადაც ვალერი ზალუჟნი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯარისკაცებში და რიგით მოქალაქეებს შორის.

„თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გენერალ ვალერი ზალუჟნის მთავარსარდლის პოსტიდან  გაათავისუფლებს, შეიძლება უწესრიგობები დაიწყოს“, - ამბობს ევგენი, უკრაინის არმიის 38 წლის ჯარისკაცი.

ორ „ზ“-ს შორის უთანხმოებამ, რომელიც ადრე შეუმჩნეველი იყო, განსაკუთრებით თავი იჩინა უკრაინის არმიის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ. წარუმატებლობა განხილვის საკითხი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთში, პარტნიორებმა დიდი უკმაყოფილება გამოხატეს - სწორედ ისინი აწვდიდნენ უკრაინის არმიას მილიონობით დოლარის იარაღს. როგორც ცნობილია, კონტრშეტევის დროს უკრაინის ხელისუფლება თავისი შეხედულებით მოქმედებდა. ამერიკელ (პენტაგონელ) მრჩევლებს სურდათ, რომ უკრაინის არმიას შეტევა ერთ-ერთი რომელიმე მთავარი მიმართულებით განევითარებინა (ან აღმოსავლეთით, ან სამხრეთით), მაგრამ პრეზიდენტმა და მთავრობამ ორ ფრონტზე შეტევა ერთად გადაწყვიტა. არმიის სარდლობა (ვალერი ზალუჟნი) იძულებული გახდა უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა.

პრეზიდენტთან ისედაც რთულ ურთიერთობის პირობებში „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ვალერი ზალუჟნის ინტერვიუმ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“, რომელშიც გენერალმა განაცხადა, რომ „კონტრშეტევა ჩიხში შევიდა“. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკვეთრად დაგმო მისი ნათქვამი ფანაცხადა, რომ კონტრშეტევა გრძელდება და გარდატეხა აუცილებლად მოხდებაო.

საერთოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშკარად გრძნობს მუქარას (საფრთხეს) ვალერი ზალუჟნის მხრიდან. ნებისმიერ კრიტიკას პრეზიდენტი განიხილავს როგორც მეტოქეობად მისი ლიდერობისადმი. იგი ასევე კარგად ხედავს იმასაც, რომ მისი პოპულარობა მოსახლეობაში ეცემა: დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 62%, ხოლო ვალერი ზალუჟნის - 88%.

ახლახანს ვალერი ზალუჟნიმ სტატია გამოაქვეყნა ამერიკული „სი-ენ-ენ“-ის ვებ-გვერდზე, რომელშიც განაცხადა, რომ მთავრობა თავდაცვითი მრეწველობის განვითარებასა და მობილიზაციის განხორციელებას ამუხრუჭებს. ანუ ფაქტიურად ისევ პრეზიდენტს უსაყვედურა.

ასე რომ, ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად რთული სიტუაციის წინაშე დგას: მთელი ქვეყანა პრეზიდენტს უყურებს, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-02-02/why-ukraine-s-general-valeriy-zaluzhnyi-is-a-problem-for-zelenskiy

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way